ნოვაკ ჯოკოვიმა სუმოში სცადა ბედი (ვიდეო)
ნოვაკ ჯოკოვიმა სუმოში სცადა ბედი (ვიდეო)

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელიც ამ კვირას ტოკიოს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, ძალები მოსინჯა სუმოში. სერბი დაესწრო პროფესიონალი სუმოისტების დილის ვარჯიშს, რომლებიც უკვე პენსიაში არიან გასული. ნოვაკმა ასევე რამდენიმე მოძრაობა შეისწავლა.

ამის შემდეგ, ჯოკოვიჩმა სცადა ერთ-ერთი სუმოისტის ადგილიდან დაძვრა, მაგრამ ჩოგბურთელს ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ, მებრძოლი მოდუნდა და 32 წლის ჯოკოვიჩმა შეძლო მისი დოჰიოდან გადაყვანა.

„ვგრძნობდი, რომ ოდნავ არ ვარ ფორმაში სუმოსთვის. მჭირდება კიდევ რამდენიმე კილოგრამის დამატება და ბრძოლებისთვის მზად ვიქნები“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები ATP-ის ოფიციალურ გვერდს.

ჯოკოვიჩმა, რომელმაც 2 სექტემბერს ვერ დაასრულა აშშ-ის ღიას მერვედფინალში შვეიცარიელი სტენ ვავრინკას წინააღმდეგ. 23 სექტემბერს განაახლა ვარჯიშები. ტოკიოს ტურნირში მისი პირველი მეტოქე ავსტრალიელი ალექსეი პოპირინი იქნება.