ნოვაკ ჯოკოვიჩს ზამთრის კურორტზე 400 კვადრატული მეტრი მიწა აჩუქეს
ნოვაკ ჯოკოვიჩს ზამთრის კურორტზე 400 კვადრატული მეტრი მიწა აჩუქეს

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე – ჩოგბურთელი შვებულებას ბოსიაში ატარებს. ოთხშაბათს, სერბმა მოინახულა ქვეყანაში პოპულარული ტურისტული ადგილი – მთა იაჰორინა, სადაც ბოსნიის ოლიმპიური ცენტრის დირექტორს დეიან ლევნაიჩს შეხვდა.

გარდა ამისა, მსოფლიო რეიტინგის ლიდერს სამთო-სათხილამურო კურორტზე მიწის ნაკვეთი აჩუქეს. პალეს მუნიციპალიტეტმა ჯოკოვიჩს მთაზე ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელ ადგილას 400 კვადრატული მეტრი გადასცა.

„დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონმა თავისი ახალი უძრავი ქონების ფონზე გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღო. 2020 წელს, ჯოკოვიჩი ბოსნიაში მხოლოდ დასასვენებლად ჩავიდა და ჟურნალისტებთან კონტაქტი არ ჰქონია.

დატოვე კომენტარი