ნოვაკ ჯოკოვიჩს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი
ნოვაკ ჯოკოვიჩს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იმსჯელა ტოკიოში 2020 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლის პერსპექტივების შესახებ.

„ძალიან ვიმედოვნებ, რომ ორგანიზატორები შეძლებენ ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის განრიგის სწორად შედგენას. გაიმართება მატჩები ერთეულებში, წყვილებსა და მიქსტში – ეს ყველაფერი უნდა ჩაეტიოს დაახლოებით 10 დღეში.

ვფიქრობ, რთული იქნება გამართული გრაფიკის შედგენა – ზოგიერთი მატჩი 13 ან 14 საათზე დაიწყება, ასე რომ, სიცხის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. მიუხედავად ამისა, სერიოზული განწყობა მაქვს. ვგეგმავ ოლიმპიადას კარგ ფორმაში შევხვდე და აუცილებლად მივიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა „ტენის ვორლდ იუ ეს ეი“-სთან (Tennis World USA) კომენტარში.