ნოვაკ ჯოკოვიჩს საჩოგბურთო მატჩების ფორმატის შეცვლა სურს #1TVSPORT
„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩოგბურთში მატჩების ფორმატის შეცვლის წინადადებით გამოვიდა.
„ჩვენ უნდა შევცვალოთ ქულების დათვლის ფორმატი. სეტში ექვსი გეიმის მოგებამდე თამაშის ნაცვლად, ოთხ გეიმამდე უნდა ვითამაშოთ. შესაძლოა, დავამატოთ გადამწყვეტი ქულის წესი და მატჩები სამ მოგებულ სეტამდე ჩავატაროთ. საჭიროა, რომ შეხვედრების ხანგრძლივობა ორ საათს არ აღემატებოდეს. ეს საუკეთესო ვარიანტია ყველასთვის“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გამოცემა Punto de Break-ს.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯოკოვიჩმა დაადასტურა ცინცინატის „მასტერსზე“ თამაში. ტურნირი 13-დან 23 აგვისტომდე გაიმართება.