ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონიდან რუსი ჩოგბურთელების მოკვეთა გააპროტესტა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონიდან რუსი ჩოგბურთელების მოკვეთა გააპროტესტა #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაგმო უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსული აგრესიის გამო, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს „დიდი სლემის“ მესამე ტურნირზე არ დაუშვებენ.

„მე ვერ დავუჭერ მხარს უიმბლდონის გადაწყვეტილებას. ეს სიგიჟედ მიმაჩნია. ჩოგბურთელებსა და სპორტსმენებს არანაირი შეხება არ აქვთ პოლიტიკასთან. როცა პოლიტიკა სპორტში ერევა, შედეგი ყოველთვის უარყოფითია“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები France24-ს.

2022 წელს უიმბლდონი 27 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი