ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში დაადასტურა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაში დაადასტურა #1TVSPORT

სერბეთის ჩოგბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშებს.

„ნოვაკმა დაადასტურა ტოკიოს ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი და ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მისი განაცხადი სერბეთის ოლიმპიურ კომიტეტს“, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

ადრე ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ სურს ტოკიოში თამაში, მაგრამ შეიძლება ამ იდეაზე უარი თქვას, თუ ოლიმპიადაზე მაყურებელს არ დაუშვებენ.

ტოკიოს თამაშების საჩოგბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი