ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეიძინა დანიური კომპანია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ქმნის #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეიძინა დანიური კომპანია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ქმნის #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეიძინა დანიური ბიოტექნოლოგიური კომპანია Quant Biol Res-ის აქციათა 80 პროცენტი. ეს დანიური კომპანია კორონავირუსის საწინააღდეგო პრეპარატის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაცია სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის მთავრობამ ჯოკოვიჩის დეპორტაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სასამართლომ ძალაში დატოვა ვიზის ანულირების გადაწყვეტილება. ამის გამო, სერბი ჩოგბურთელი ტოვებს ავსტრალიის ღია პირველობას.