ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონი მძიმე მოგებით განაახლა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა სეზონი მძიმე მოგებით განაახლა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. სერბმა ჩოგბურთელმა შეძლო ცინცინატის „მასტერსის“ მეორე წრეში მოგება, მაგრამ, საერთო ჯამში, არც ისე დამაჯერებელი იყო იუნიორებს შორის მოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის, ლიეტუველი რიკარდას ბერანკისის წინააღმდეგ – 7:6(2), 6:4. ეს იყო ჯოკოვიჩისთვის 2020 წელს მე-19 შეხვედრა და მე-19 მოგება.

ორივე სეტში ბალტიისპირელი ჩოგბურთელი ბრეიკით იგებდა და ორივეჯერ ჯოკოვიჩმა შეძლო პარტიის ბედი შემოტრიალება: პირველ სეტში მან ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა საქმე და ეს მისთვის პრაქტიკულად გამარჯვებას ნიშნავდა, რადგან ბოლო 19 ტაი-ბრეიკიდან 18 ჰქონდა მოგებული. მეორე სეტში კი ნოვაკმა მეტოქის ერთ ბრეიკს ორით უპასუხა.

სხვათა შორის, ჯოკოვიჩი ტრავმით თამაშობდა – მათ თითი აწუხებს და ამის გამო წყვილთა მატჩზე თქვა უარი. სავარაუდოდ, სწორედ ამ დაზიანების გამო სერბს ძალიან ბევრი – შვიდი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა.

ასეა თუ ისე, ჯოკოვიჩი მერვედფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ ტენის სანდგრენს შეხვდება, რომელმაც მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მძლეველი კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი დაამარცხა.