ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკალათბურთო თვისებები გამოავლინა და ლებრონ ჯეიმსი გამოიწვია (ვიდეო)

20:47, 21.06.2020

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „ტვიტერში“ განათავსა ვიდეო, რომელშიც ოსტატურად ათამაშებს საკალათბურთო ბურთს და ზუსტად ისვრის საშუალო დისტანციიდან.

„როგორ ფიქრობთ, მზად ვარ თუ არა ლებრონ ჯეიმსთან დუელისთვის?“ – ჰკითხა ჯოკოვიჩმა „ტვიტერში“ თავის ხელმომწერებს.

სერბი ჩოგბურთელი ამ კვირას „ადრია ტურის“ მორიგ ტურნირს თამაშობს ხორვატიაში. ნოვაკმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც რუს ანდრეი რუბლიოვს შეხვდება.

მსგავსი