ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატიის მხარდაჭერისთვის თავი იმართლა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატიის მხარდაჭერისთვის თავი იმართლა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, უპასუხა კრიტიკას თავის სამწვრთნელო შტაბში ყოფილი ხორვატი ჩოგბურთელის, გორან ივანიშევიჩის მიწვევასთან დაკავშირებით.

„ვიცი, რომ ომისშემდგომი ჭრილობები ჯერ ისევ მოუშუშებელია და კარგად მესმის მათი, ვინც ჩემს აზრს არ იზიარებს. ჩემზე და ჩემს ოჯახზე ომს გავლენა არ მოუხდენია. მესმის, რომ შეუძლებელია ამის დავიწყება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყოველ შემთხვევაში, პატიება შეიძლება, სწორედ ამის ჩვენება მინდა საკუთარი მოქმედებებით. სერბეთში მე მაკრიტიკებდნენ ხორვატიის ნაკრების მხარდაჭერისთვის, მაგრამ არ ვნანობ ამას. მე ამას შეგნებულად ვაკეთებ. ვიცი, რომ საკუთარი გავლენით, სტატუსით და სახელით შემიძლია გავავრცელო პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა. ბოლოს და ბოლოს, ვის შეიძლება მე მხარი დავუჭირო, თუ არა ხორვატიას? ვგრძნობ, რომ ხორვატები ჩემთვის ძვირფასები არიან. ვიცი, რომ ზოგიერთებს ეს აღელვებთ, მაგრამ იმედია, დანარჩენები პატივს სცემენ ჩემს არჩევანს“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა „ტენის ვორლდ იუ-ეს-ეი“-სთან (Tennis World USA) კომენტარში.