ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 32-ე მასტერსი მოიგო 
ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 32-ე მასტერსი მოიგო 

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი შანხაის „მასტერსის“ ტრიუმფატორი გახდა. ფინალში მან ორ სეტში დაამარცხა ხორვატი ბორნა ჩორიჩი – 6:3, 6:4.

პირველი სეტის საწყისი ხუთი გეიმი თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა, რის შემდეგაც, მეექვსე გეიმში, სერბმა ბრეიკი შეასრულა და ეს საკმარისი აღმოჩნდა პარტიის მოსაგებად.
მეორე სეტი ჯოკოვიჩის ბრეიკით დაიწყო. სერბი ფანტასტიკურად თამაშობდა საკუთარ გეიმებში და მხოლოდ ერთხელ, მეორე სეტის მეექვსე გეიმში მისცა მეტოქეს ერთი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ჩორიჩმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, ჯოკოვიჩს თითო სეტში თითო ბრეიკი ეყო მოსაგებად.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში 72-ე ტიტული მოიგო, “მასტერსის” სერიაში კი 32-ე გამარჯვება მოიპოვა და აბსოლუტურ რეკორდსმენს რაფაელ ნადალს ერთი მოგებით, ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ შანხაიში ტრიუმფის წყალობით, ჯოკოვიჩი ორშაბათიდან მეორე ადგილზე გადავა რეიტინგში.