ნოვაკ ჯოკოვიჩმა იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა WivoRN-ის You Tube-არხზე იდეალური ჩოგბურთელი შეადგინა. სერბს ამ პროცესისას არ დაუსახელებია არც ერთი მოქმედი მოთამაშე.

– ვის აქვს საუკეთესო მოწოდება?

– ჯონ ისნერს.

– ფორჰენდი?

– როჯერ ფედერერი.

– ბექჰენდი?

– ანდრე აგასი.

– ჰაერიდან დარტყმა?

– პატრიკ რაფტერი.

– მენტალური ძალა? შეგიძლიათ საკუთარი თავი დაასახელოთ.

– არა, არ მინდა. რაფა ნადალი.

– ფეხების მუშაობა?

– ბიორნ ბორგი.

– საჩოგბურთო ინტელექტი?

– ბორის ბეკერი.