„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბრიტანელ ენდი მარეისთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.
მარეი სერბი ჩოგბურთელის სამწვრთნელო გუნდში 2024 წლის ბოლოს შევიდა – სათამაშო კარიერის დასრულებისთანავე.
„მადლობა მწვრთნელ ენდი მარეის მძიმე მუშაობისთვის, მხიარულებისთვის და მხარდაჭერისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში – კორტზე და მის ფარგლებს გარეთ. ძალიან მომეწონა ერთად ჩვენი მეგობრობის გაღრმავება“, – დაწერა ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელში.