ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ფავორიტები დაასახელა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ფავორიტები დაასახელა

„დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისი მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს მოახლოებული ავსტრალიის ღია პირველობის წინ.

„ვფიქრობ, აშკარა ფავორიტი არ არის. რა თქმა უნდა, არიან როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და მე. გამოცდილების, რეიტინგისა და სხვა დანარჩენის წყალობით, ჩვენს სამეულს მთავარ ფავორიტად მოიხსენიებენ. მაგრამ არიან ციციპასი, მედვედევი, ტიმი. ისინი ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებენ და უფრო გამოცდილები გახდნენ დიდ არენებზე თამაშის შემდეგ. მათ შეუძლიათ თანაბრად იბრძოლონ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ და დაამარცხონ ისინი.

გრძელდება მსჯელობა იმის შესახებ, რომ ახალი თაობის მოთამაშე მოიგებს „დიდი სლემის“ ტურნირს. ალბათ, ეს მართლა მოხდება, მაგრამ, იმედია, არა ამ სეზონში. ვნახოთ“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.