ნოვაკ ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღიას პირველი წრე წააგო #1TVSPORT

08:47, 31.08.2026

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი წრიდან გამოეთიშა აშშ-ის ღია პირველობას. „დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა არგენტინელ მარიანო პავონესთან ხუთ სეტში წააგო – 6:7 (5:7), 7:5, 6:4, 2:6, 1:6. შეხვედრა 4 საათი და 40 წუთი გრძელდებოდა.

მატჩის მსვლელობისას 39 წლის სერბს ორჯერ დასჭირდა სამედიცინო ტაიმაუტი.

ჯოკოვიჩი კარიერაში პირველად დამარცხდა აშშ-ის ღიას პირველ წრეში, „დიდი სლემის“ ტურნირებზე კი ბოლოს პირველი რაუნდის მატჩი 2006 წელს ავსტრალიის ღიაზე ჰქონდა წაგებული.

სერბმა ვერ დაიცვა შარშან ნახევარფინალში გასვლისთვის მიღებული სარეიტინგო ქულები და, პირველად 2018 წლის ივლისის შემდეგ, კლასიფიკაციის TOP 10-ის მიღმა აღმოჩნდება.

მსგავსი