ნოვაკ ჯოკოვიჩის ვაჟი ნადალის გულშემატკივარია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩის ვაჟი ნადალის გულშემატკივარია #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ მისთვის რთული იყო ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის ყურება, რომელშიც ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და რუსი დანიილ მედვედევი ხვდებოდნენ.

ჯოკოვიჩი ფინალს სერბეთში უყურებდა, მას შემდეგ, რაც ის ავსტრალიიდან გამოაძევეს. სერბმა განაცხადა, რომ თავად ნეიტრალური იყო მატჩის დროს, მისი ვაჟი სტეფანი და ცოლი ელენა – არა.

„ჩემთვის რთული იყო ამის ყურება. მე ძალიან ნეიტრალური ვიყავი, არავის ვუჭერდი მხარს, რადგან ძალიან მინდოდა იქ ყოფნა. მაგრამ გარემოებებმა გამართეს. ჩემი ცოლი მედვედევს გულშემატკივრობდა, ჩემი ვაჟი – ნადალს. და ყოველ ჯერზე, როცა ნადალი ქულას იღებდა, სტეფანი ხტუნვას იწყებდა“, – განუცხადა ჯოკოვიჩმა Eurosport-ს.

სერბმა ასევე თქვა, რომ მის ვაჟს ძალიან უნდა ნადალთან ფოტოს გადაღება მომდევნო ტურნირზე, როცა ის და რაფაელი ერთად ითამაშებენ:

„რამდენიმე დღის წინ, როცა დასაძინებლად მიმყავდა, მან მკითხა: „როდის არის შემდეგი ტურნირი, რომელშიც შენც აპირებ თამაშს და რაფაც?“ მე ვუთხარი: „იმედია, რომ ძალიან მალე. რატომ მეკითხები?“ მან მიპასუხა: „იმიტომ, რომ ძალიან მინდა რაფასთან ფოტოს გადაღება“.

ჯოკოვიჩი 2022 წლის სეზონს მომავალ კვირას, დუბაის ტურნირზე დაიწყებს, სადაც ვაქცინაცია არ არის აუცილებელი, მაგრამ, ჯერჯერობით, არ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება, რათა ითამაშოს მარტში ინდიან უელსისა და მაიამის „მასტერსებზე“.

ცოტა ხნის წინ, ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებს კორონავირუსისგან ვაქცინირებას და მზად არის ამ მიზეზით გამოტოვოს ტურნირები, რომელზეც არ უშვებენ არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს.