ნოვაკ ჯოკოვიჩი - ვთავაზობ სერენა უილიამსს მომავალ წელს ტურში დაბრუნებას #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარულ სერენა უილიამსს ჩოგბურთში დაბრუნება შესთავაზა.
„ძალიან კარგია სერენას ხილვა თუნდაც გულშემატკივრის რანგში. ჩვენ ის გვენატრება. მას დღემდე არ დაუსრულებია კარიერა, ამიტომაც ვიწვევ და გამოწვევას ვესვრი მას.
სერენა ნამდვილი მებრძოლია. როცა მას ვიღაც იძახებს მატჩზე, ის არასოდეს ამბობს უარს. ასე რომ, მე მას ვიწვევ ბრძოლაში და ვთავაზობ მომავალ წელს ტურში დაბრუნებას“, – თქვა ჯოკოვიჩმა პრესკონფერენციაზე.