ნოვაკ ჯოკოვიჩმა თითქმის უბრძოლველად გააღწია როლან გაროსის მერვედფინალში #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩმა თითქმის უბრძოლველად გააღწია როლან გაროსის მერვედფინალში #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი იოლად გავიდა როლან გაროსის მერვედფინალში. სერბ ჩოგბურთელს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლიეტუველმა რიკარდას ბერანკისმა – რეიტინგის ლიდერმა საათსა და 34 წუთში 6:1, 6:4, 6:1 მოიგო.

ჯოკოვიჩმა ცხრიდან ექვსი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო, მის მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ნოვაკმა საკუთარ გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო, 30 „ვინერსი“ დააგროვა და 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

34 წლის სერბი ზედიზედ მეთორმეტედ გავიდა როლან გაროსის მერვედფინალში და იქ 19 წლის იტალიელ ლორენცო მუზეტის შეხვდება.

დატოვე კომენტარი