ნოვაკ ჯოკოვიჩი - როგორც ჩანს, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ვითამაშებთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი - როგორც ჩანს, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ვითამაშებთ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირების ცარიელი ტრიბუნების ქვეშ შესაძლო ჩატარებაზე ილაპარაკა.

„როგორც ჩანს, ასეთი იქნება ახალი საჩოგბურთო რეალობა. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ დაბრუნებულებს გარკვეული შეზღუდვები გვექნება. სამაგიეროდ, შევძლებთ თამაშსა და კონკურენციას. არის თუ არა ეს იდეალური ვარიანტი? რა თქმა უნდა, არა.

პირადად მე არ ვთამაშობ ჩოგბურთს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ყოველთვის არსებობს კავშირი მაყურებელთან, რომლისთვისაც სიხარული მოგვაქვს. პუბლიკასა და მოთამაშეს შორის კორტზე ურთიერთიერთობა ჯადოსნურია. სწორედ ამის გამოა გარშემო ყველაფერი ასეთი შესანიშნავი,” – განაცხადა ჯოკჯოკოვიჩმა.