ნოვაკ ჯოკოვიჩი - როცა ფედერერთან და ნადალთან ვთამაშობ, ბრბო მათ უჭერს მხარს
ნოვაკ ჯოკოვიჩი - როცა ფედერერთან და ნადალთან ვთამაშობ, ბრბო მათ უჭერს მხარს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკუთარი აზრი გამოთქვა საჩოგბურთო სტადიონებზე სწორი და არასწორი გულშემატკივრობის შესახებ.

„ბევრი არის დაწერილი იმაზე, როგორ არ ვუყვარვარ ფანებს. არ მომწონს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ პირადი შეგრძნებებით მე მაქვს სრული მხარდაჭერა და სიმპატია. როცა ვთამაშობ ფედერერთან და ნადალთან, ბრბო მას უჭერს მხარს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვერ მიტანენ და ყველა სერბი უნდა განვაწყო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.

არ მომწონს თეზისი „სერბეთი ყველას წინააღმდეგ“. და თუნდაც ადამიანებს არ მოვწონდე, რატომ უნდა დავასხა ცეცხლზე ნავთი? არ მინდა ამ ყველაფერზე ყურადღების გამახვილება, არ მინდა ნეგატიური ემოციების განცდა, სიძულვილზე და მრისხანებაზე ფიქრი.

ხანდახან, ძალიან ვარ ჩართული თამაშში და ნეგატივი გადამაქვს მაყურებელზე, მსაჯზე, ქარზე და ა. შ. ვაღიარებ და არ ვამაყობ ამით, მაგრამ მე მხოლოდ ადამიანი ვარ, რომელიც შეცდომებს უშვებს და ცდილობს ყოველდღიურად უკეთესი გახდეს.

იმაზე რომ დავხარჯო ენერგია, რაც არ მომწონს, მსგავსი ისტორიები უფრო ხშირი იქნება. ეს არაფერში მჭირდება. რა თქმა უნდა, ყოველთვის გინდა ადამიანები შენს მხარეს იყვნენ. მაგრამ არ მსურს ეს ნეგატივი. ეს არ არის ის ყვავილები, რომლის ხილვა მსურს საკუთარ ბაღში”, – განაცხადა ჯოკოვიჩმა სერბეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

წლევანდელი სეზონის სტარტზე, 32 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ეს იყო მისი მე-17 გამარჯვება „დიდი სლემის” ტურნირებზე. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება რაფაელ ნადალსა (19 ტიტული) და როჯერ ფედერერს (20.