ნოვაკ ჯოკოვიჩი - რატომ უნდა დაასრულო კარიერა, როცა მსხვილ ტიტულებს იგებ?
ნოვაკ ჯოკოვიჩი - რატომ უნდა დაასრულო კარიერა, როცა მსხვილ ტიტულებს იგებ?

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა აზრი გამოთქვა ახალგაზრდა ჩოგბურთელებთან კონკურენციაზე.

„მინდა, ისინი გრძნობდნენ, რომ გამარჯვებისთვის საუკეთესო ჩოგბურთი უნდა აჩვენონ. მინდა, რომ მათ ეს იგრძნონ, რადგან ეს ფსიქოლოგიურად გეხმარება მატჩების წინ.

რაც მეტს ვიგებ, მით ძლიერია ეს აურა. და ეჭვგარეშეა, მე ეს მიხარია. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის ხარჯზე მატჩებს ვერ მოიგებ, მაგრამ ამან შეიძლება მცირე უპირატესობა მოგცეს.

ვიბრძოლებ იქამდე, სანამდე შევძლებ. სანამ შემიძლია მნიშვნელოვან მატჩებში მათი დამარცხება, გავაგრძელებ თამაშს. რატომ უნდა გაჩერდე, თუ მსხვილ ტიტულებს იგებ? როცა ჩემს დამარცხებას დაიწყებენ, მაშინ დავფიქრდები მცირეხნიან ან სამუდამო შესვენებაზე“, – აცხადებს ჯოკოვიჩი.