ნოვაკ ჯოკოვიჩი ნადალისთვის რეიტინგში ლიდერობის ჩამორთმევას აპირებს
ნოვაკ ჯოკოვიჩი ნადალისთვის რეიტინგში ლიდერობის ჩამორთმევას აპირებს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს უახლოეს პერიოდში ATP-ის კლასიფიკაციაში  რაფაელ ნადალს ლიდერობა წაართვას.

„ძველებურად მინდა თამაში, ჩემში ისევ არის ცეცხლი. ისევ მიმაჩნია, რომ ჩემს წიგნში კიდევ დარჩა პატარა დაუწერელი თავი. ბოლოს და ბოლოს, ვხედავ სინათლეს გვირაბის ბოლოს. მხიბლავს შესაძლებლობა, რომ ისევ გავხდე მსოფლიოს პირველი ჩოგანი. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ასეთი მიზანი არ მაქვს. შევეცდები, სულ მალე დავაყენო საფრთხის ქვეშ ნადალის პოზიციები. ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამის გაკეთებას. ყველაზე მეტ ემოციას მანიჭებს თამაშის ახალი დონე და შედეგები, რასაც ბოლო ორთვენახევარში მივაღწიე. მინდა, ეს დონე რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო“, – აცხადებს ჯოკოვიჩი Tennis World USA-სთან კომენტარში.

ამა წლის მაისში, ჯოკოვიჩი, პირველად ბოლო 12 წლის განმავლობაში, რეიტინგის TOP20-დან გავარდა, მაგრამ შემდეგ მოიგო უიმბლდონი, ცინცინატის „მასტერსი“ და აშშ-ის ღია პირველობა და TOP3-ში დაბრუნდა.

სეზონის დასრულებამდე ორი თვით ადრე, ნოვაკი 2325 ქულით ჩამორჩება ნადალს, მაგრამ, ამასთან, რაფა ტოვებს უახლოეს ტურნირებს პეკინსა და შანხაიში და ამის გამო, ესპანელს 110 ქულა ჩამოაკლდება.