ნოვაკ ჯოკოვიჩი - ნადალი ჩემს კარიერაში მთავარი მეტოქეა
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ნადალი ჩემს კარიერაში მთავარი მეტოქეა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღიას ოფიციალური გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში რაფაელ ნადალთან მომავალი ფინალის შესახებ ისაუბრა. სერბი გულშემატკივრებს ხარისხიან თამაშს დაჰპირდა.

ნადალი მთელი ტურნირის განმავლობაში დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას არც ერთი სეტი არ წაუგია. დღეს ის საუკეთესო თამაშს უჩვენებს ჰარდზე. მეც ბოლო მატჩებში ცუდად არ ვთამაშობდი. ვფიქრობ, ფინალი შედგება ორივესთვის შესაფერის მომენტში. დარწმუნებული ვარ, მხიარულება იქნება.
ერთ რამეს შემიძლია დაგპირდეთ – ორივენი მთელს ძალებს დავტოვებთ კორტზე.

ვფიქრობ, მაყურებელს მოეწონება. მე, რა თქმა უნდა, ვეცდები ვითამაშო ისევე კარგად, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ბუნებრივია, რაფას მიმართ სხვა ტაქტიკური მიდგომაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ის, თავის მხრივ, იგივეს გააკეთებს.

ის მთავარი მოწინააღმდეგეა ჩემს კარიერაში. ჩვენ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ეპიკური მატჩები გვქონია. რა თქმა უნდა, 2012 წლის თითქმის ექვსაათიანი ფინალი გამორჩეულია. იმედია, ამჯერად, ნაკლები დრო დაგვჭირდება. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ფინალი კარგი გამოვა“, – ამბობს ჯოკოვიჩი.

შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩმა და ნადალმა ნახევარფინალებში, შესაბამისად, ლუკ პუიე და სტეფანოს ციციპასი.​ გაანადგურეს.