ნოვაკ ჯოკოვიჩი - მჯერა, რომ ყველაზე მეტ „დიდ სლემს“ მოვიგებ
ნოვაკ ჯოკოვიჩი - მჯერა, რომ ყველაზე მეტ „დიდ სლემს“ მოვიგებ

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დარწმუნებულია, რომ დაამყარებს რეკორდს „დიდი სლემის“ ტურნირებზე გამარჯვებების რაოდენობით.

„მე ყოველთვის დარწმუნებული ვარ საკუთარ ძალებში. მჯერა, რომ შემიძლია „დიდი სლემის“ ყველაზე მეტი ტურნირის მოგება, აგრეთვე, რეიტინგის პირველ საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით რეკორდი დამყარება“, – თქვა 32 წლის ჯოკოვიჩმა.

სერბ ჩოგბურთელს „დიდ სლემზე“ 17 ტიტული აქვს მოგებული, რაფაელ ნადალს – 19, როჯერ ფედერერს – 20.