ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის „მასტერსსაც“ გამოტოვებს #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის „მასტერსსაც“ გამოტოვებს #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის „მასტერსს“ გამოტოვებს.

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონმა ვერ მიიღო უფლება ამერიკის შეერთებული შტატებში შესვლაზე, რადგან არ გააჩნია სერთიფიკატი კორონავირუსისგან ვაქცინაციაზე. ამავე მიზეზით მან გამოტოვა ინდიან უელსის „მასტერსი“, რომელიც ახლა მიმდინარეობს.

„ჩვენ ვცადეთ, ჯოკოვიჩისთვის გამონაკლისი დაეშვათ, მაგრამ ეს არ მოხდა. ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ ტურნირს ვატარებთ და გვინდოდა, მასში საუკეთესო ჩოგბურთელებს მიეღოთ მონაწილეობა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ვცდილობდით მთავრობასთან მოლაპარაკებას, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება“, – განაცხადა ტურნირის დირექტორმა, ყოფილმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ჯეიმს ბლეიკმა.

მაიამის „მასტერსი“ 22 მარტიდან 2 აპრილამდე გაიმართება.