მაიამიში ჩოგბურთში წლის მეორე მასტერსის ტურნირი მიმდინარეობს. მამაკაცთა შორის ტურნირის პირველი ფინალისტი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა.
ლეგენდარულმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი ორ სეტში, 6:2, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევრფინალში ჩეხი იაკუბ მენშიკი ამერიკელ ტეილორ ფრიცს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ სერბისა და ბულგარელის შეხვედრას ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი ლიონელ მესი ესწრებოდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩს მაიამის მასტერსი კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული, ხოლო მსგავსი კატეგორიის ტურნირების ფინალში მან 40-ჯერ გაიმარჯვა.
37 წლისა და 10 თვის ნოვაკ ჯოკოვიჩი ასევე გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელიც ATP-ის 1000-ქულიანი ტურნირის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში გამარჯვებით ის კარიერაში მე-100 ტიტულს მოიგებს.