ნოვაკ ჯოკოვიჩი – კვირის დასაწყისიდან გრიპით ვთამაშობ

12:05, 03.11.2018
PARIS, FRANCE - NOVEMBER 02: Novak Djokovic of Serbia plays a forehand during his Quarter Final match against Marin Cilic of Croatia on Day 5 of the Rolex Paris Masters on November 2, 2018 in Paris, France. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტყდა, რომ პარიზის ტურნირზე გრიპით თამაშობს.

მეოთხედფინალში მან ხორვატი მარინ ჩილიჩი ანგარიშით – 4:6, 6:2, 6:3 დაამარცხა.

„ეს ძალიან მძიმე მატჩი იყო. თამაში საინტერესო და ემოციური გამოდგა, ორივე ძალიან კარგად ვთამაშობდით. გახარებული ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხე. მე ჯერჯერობით უკეთ არ ვარ, კვირის დასაწყისიდან გრიპს ვებრძვი. მესმის, რომ ყოველთვის ადვილად არ გამოდის რაღაცეები. ძალა ცოტაა, მაგრამ გამკლავებას ვცდილობ.“ – ციტირებს AFP ჯოკოვიჩს.

მსგავსი