ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსზე ვაქცინაციის წინააღმდეგია
ნოვაკ ჯოკოვიჩი კორონავირუსზე ვაქცინაციის წინააღმდეგია

მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა. სერბი სუპერვარსკვლავი ვაქცინაციის წინააღმდეგია.

„პირადად მე წინააღმდეგი ვარ, რომ ვაქცინა გავიკეთო. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ როდესაც კორონავირუსის ვაქცინას გამოიგონებენ ვინმემ დამაძალოს მისი გაკეთება. თუმცა ვიცი, რომ საბოლოოდ ამ არჩევანის წინაშე დავდგები. მე ჩემი შეხედულება მაქვს ზოგადად ამ ვირუსთან დაკავშირებით და შევიცვლი თუ არა ამ მოსაზრებას ჯერჯერობით არ ვიცი,“- ამის შესახებ ჯოკოვიჩმა ფეისბუქ ლაივის დროს განაცხადა.

იმ შემთხვევაში თუ ნოვაკი მართლაც უარს იტყვის ვაქცინაციაზე შესაძლოა მისი სპორტში დაბრუნება გართულდეს. შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩს 17 ჯერ აქვს დიდი სლემის ტურნირი მოგებული.