ნოვაკ ჯოკოვიჩი - კარიერის პირველ წლებში სერიოზულად ვიჩაგრებოდი ფედერერისგან და ნადალისგან #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - კარიერის პირველ წლებში სერიოზულად ვიჩაგრებოდი ფედერერისგან და ნადალისგან #1TVSPORT

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა „დიდი სამეულის“ ორ დანარჩენ წევრთან – ესპანელ რაფაელ ნადალთან და შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.

„მთელი კარიერის განმავლობაში, ეს ბიჭები ჩემი მთავარი კონკურენტები იყვნენ. მე რაფასთან დაპირისპირების უდიდესი ისტორია მაქვს. როჯერთანაც თითქმის 50 მატჩი ვითამაშე. 15 წლის განმავლობაში ერთმანეთს ვაიძულებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმზე ვითამაშოთ. ჩვენი მეტოქეობის წყალობით უკეთესები გავხდით. ჩვენ გვჭირდება ეს დაპირისპირებები. მხოლოდ ასეთი მატჩებია ჩვენი ჩოგბურთის დონის საზომი.

როცა ნადალსა და ფედერერს კარგად მისდით საქმეები, ეს მე მოტივაციას მმატებს. პროფესიულ ტურში პირველი რამდენიმე წელი, მათგან სერიოზულად დავიჩაგრე. ბევრი მატჩი წავაგე, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მინდა, ამ ბიჭებმა გააგრძელონ თამაში, რადგან ეს ორია ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო“, – განაცხადა „დიდი სლემის“ ტურნირების 18-გზის ჩემპიონმა.