ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჯერ ისევ მაქვს თამაშის სურვილი #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ჯერ ისევ მაქვს თამაშის სურვილი #1TVSPORT

მსოფლიო კლასიფიკაციის მეხუთე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, ხომ არ დაეცა მისი მოტივაციის დონე ჩოგბურთიდან შვეიცარიელი როჯერ ფედერერისა და ესპანელი რაფაელ ნადალის წასვლის შემდეგ.

„შეიძლება ასეც არის. მაგრამ მოტივაციის გარეშე მე აქ არ ვიქნებოდი. ჩოგანს გვერდზე გადავდებდი და აღარ ვითამაშებდი. ჯერ ისევ მაქვს თამაშის სურვილი, ტურნირებისა და კონკურენციის მიმართ მოთხოვნილება არ გამქრალა. იმედია, შევძლებ მაქსიმალურად ძალების გაღებას. განსაკუთრებულ მოტივაციას „დიდი სლემის“ ტურნირები მაძლევს“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა Tennis Up to Date-თან კომენტარში.

ამჟამად 37 წლის სერბი მადრიდის „მასტერსზე“ სათამაშოდ ემზადება. კარიერის განმავლობაში ჯოკოვიჩს ATP-ის დონეზე 99 ტიტული აქვს მოგებული.