ნოვაკ ჯოკოვიჩი - ფედერერსა და ნადალს უფრო მეტი მხარდაჭერა ადამიანური თვისებების გამო აქვთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ფედერერსა და ნადალს უფრო მეტი მხარდაჭერა ადამიანური თვისებების გამო აქვთ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განმარტა, რატომ უჭერენ ფანები მას მხარს უფრო ნაკლებად, ვიდრე როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს.

„სტადიონების უმრავლესობაზე გულშემატკივრები როჯერს დაუჭერენ მხარს და არა მე, რადგან ის როჯერია. და მე ნორმალური დამოკიდებულება მაქვს ამაზე. იგივე სიტუაციაა რაფასთან დაკავშირებით. საქმე როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის სიდიადეშია. ლაპარაკია არა მხოლოდ ჩოგბურთელებზე, არამედ პიროვნებებზე, ქარიზმატულ, სასიამოვნო და მოკრძალებულ ადამიანებზე. ისინი არიან დიადი ჩემპიონები, რომლებმაც სპორტში უდიდესი კვალი დატოვეს. მე მათი ეპოქის ნაწილი ვარ. ერთის მხრივ გამიმართლა, მეორეს მხრივ – ნაკლებად“, – განაცხადა ინსტაგრამის „ლაივში“ ნოვაკ ჯოკოვიჩმა.