ნოვაკ ჯოკოვიჩი - ფედერერის რეკორდის გაუმჯობესება ჩემი მიზანია
ნოვაკ ჯოკოვიჩი - ფედერერის რეკორდის გაუმჯობესება ჩემი მიზანია

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის პროფესიულ გეგმებზე ილაპარაკა. 33 წლის ჩოგბურთელის სიტყვებით, ის შვეიცარიელი როჯერ ფედერერის რეკორდის დამხობას აპირებს.

„ჩემი პროფესიული მიზანია – გავაუმჯობესო ფედერერის რეკორდი კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გატარებული კვირების და „დიდი სლემის“ ტურნირებზე ტიტულების რაოდენობით. მე ვმუშაობ ამ მიმართულებით. ახლა კარგ მდგომარეობაში ვარ და ვიმედოვნებ, რომ ჯანმრთელობას შევინარჩუნებ და თამაშს გავაგრძელებ“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ნოვაკი „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის გამარჯვებულია. ფედერერს მოგებული აქვს ამ სერიის 20 ჩემპიონატი, რაფაელ ნადალს – 19.