ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას წილისყრაზე დაუშვეს - 1/4 და 1/2 ფინალის პოტენციური წყვილები #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას წილისყრაზე დაუშვეს - 1/4 და 1/2 ფინალის პოტენციური წყვილები #1TVSPORT

ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა ძირითადი ბადის წილისყრა ჩაატარეს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაშვებულია ტურნირზე. პირველ ნომრად განთესილი სერბი საწყის რაუნდში თანამემამულე მიომირ კეჩმანოვიჩს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიაში ჩასვლის შემდეგ, ჯოკოვიჩი, რომელსაც კორონავირუსზე ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული, დააკავეს და იმიგრანტებისთვის განკუთვნილ სასტუმროში კარანტინის გასავლელად გადაიყვანეს. ორშაბათს, 10 იანვარს მელბურნის სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება ჯოკოვიჩის ვიზის ანულირების შესახებ. მაგრამ, მოგვიანებით, ავსტრალიის მთავრობამ განაცხადა, რომ განიხილავს შესაძლებლობას – ხელმეორედ გააუქმოს ჩოგბურთელის ვიზა, რასაც მოჰყვება ქვეყნიდან მისი დეპორტაცია.

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ ნახევარში მოხვდა ტურნირის მესამე ნომერი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი, აგრეთვე, ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელსაც ჯოკოვიჩი ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება. ბადის ქვედა ნახევარში არიან მეორე ნომერი დანიილ მედვედევი და მეოთხე ნომერი – სტეფანოს ციციპასი.

გთავაზობთ პოტენციურ მეთექვსმეტედფინალურ, მერვედფინალურ, მეოთხედფინალურ და ნახევარფინალურ წყვილებს, თუ განთესვის მაღალი ნომრის მქონე ჩოგბურთელები შეძლებენ თავიანი მატჩების მოგებას:

1/16 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სონეგო (იტა, 25)

მონფილსი (საფ, 17)-გარინი (ჩილ, 16)

ნორი (ბრიტ, 12)-კარენიო ბუსტა (ესპ, 19)

ალკარასი (ესპ, 31)-ბერეტინი (იტა, 7)

ზვერევი (გერ 3)-ჰარისი (ს.აფრ, 30)

ოპელკა (აშშ, 23)-შაპოვალოვი (კან, 14)

ჰურკაჩი (პოლ, 10)-კარაცევი (რუს, 18)

ხაჩანოვი (რუს, 28)-ნადალი (ესპ, 6)

რუუდი (ნორ, 8)-დე მინორი (ავსტრა, 32)

ბასილაშვილი (საქ, 21)-სინერი (იტა, 11)

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15)-ფრიტცი (აშშ, 20)

დიმიტროვი (ბულ, 26)-ციციპასი (საბ, 4)

რუბლიოვი (რუს, 5)-ჩილიჩი (ხორ, 27)

ევანსი (ბრიტ, 24)-ოჟე-ალიასიმი (კან, 9)

შვარცმანი (არგ, 13)-ისნერი (აშშ, 22)

უმბერი (საფ, 29)-მედვედევი (რუს, 2)

 

1/8 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გარინი (ჩილ, 16)

ნორი (ბრიტ, 12)-ბერეტინი (იტა, 7)

ზვერევი (გერ 3)-შაპოვალოვი (კან, 14)

ჰურკაჩი (პოლ, 10)-ნადალი (ესპ, 6)

რუუდი (ნორ, 8)-სინერი (იტა, 11)

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15)-ციციპასი (საბ, 4)

რუბლიოვი (რუს, 5)-ოჟე-ალიასიმი (კან, 9)

შვარცმანი (არგ, 13)-მედვედევი (რუს, 2)

 

1/4 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბერეტინი (იტა, 7)

ზვერევი (გერ 3)-ნადალი (ესპ, 6)

რუუდი (ნორ, 8)-ციციპასი (საბ, 4)

რუბლიოვი (რუს, 5)-მედვედევი (რუს, 2)

 

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ზვერევი (გერ 3)

ციციპასი (საბ, 4)-მედვედევი (რუს, 2)