ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას მონაწილეთა სიაშია #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღიას მონაწილეთა სიაშია #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეთა სიაში მოხვდა.

უფრო ადრე, სერბი ჩოგბურთელის გამოსვლა მელბურნში ეჭვის ქვეს დადგა ავსტრალიის მთავრობის მიერ დადგენილი წესის გამო, რომლის მიხედვითაც, ავსტრალიის ღიას ყველა მონაწილისთვის სავალდებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

ძირითად ბადეში ასევე შეტანილი აქვს განაცხადი ესპანელ რაფაელ ნადალს. ტურნირს გამოტოვებს შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, რომელიც აგრძელებს აღდგენას მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

ავსტრალიის ღია პირველობა 17-30 იანვარს გაიმართება.