ნოვაკ ჯოკოვიჩი ალკოჰოლისა და მედიტაციის შესახებ
ნოვაკ ჯოკოვიჩი ალკოჰოლისა და მედიტაციის შესახებ

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ილაპარაკა თავის დამოკიდებულებაზე ალკოჰოლის მიმართ, აგრეთვე, აღნიშნა მედიტაციის როლი თამაშებისთვის მომზადებაში.

„უკვე დიდი ხანია აღარ ვსვამ. ხანდახან ხდება ასეთი რამ, მაგრამ ძალიან იშვიათად, რადგან უკვე ერთი პორციის შემდეგ, ვეღარ ვაკონტროლებ საკუთარ თავს. შეიძლება აღმოვჩნდე მანქანაში და ვერ მივხვდე, სად ვიმყოფები.

არ ვმედიტირებ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მაგრამ მიყვარს სიჩუმე. ეს თითქმის ერთი და იგივეა. გარკვეულ წილად, მე ჩემებური მედიტაციით ვარ დაკავებული უკვე 10 წლის განმავლობაში. მაგალითად, ვმედიტირებ, როცა ვუყურებ ვარსკვლავებს, როცა ჭურჭელს ვრეცხავ, როცა ვიღებ შხაპს. მედიტაცია – ეს არის გონების მდგომარეობა, როცა შენ სრულად შეიგრძნობ საკუთარ ყოფნას კონკრეტულ მომენტში.

მე მჯერა ვიზუალიზაციის ძალის. მე წარმოვიდგენ, როგორ ვიგებ უიმბლდონს. მე პრიზის საკუთარი ასლიც კი გავაკეთე. და დარწმუნებული ვარ, რომ არ მჭირდება რაღაცის ძიება. ყველაფერი, რაც მე მინდა, უკვე მაქვს შიგნით“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის ტურნირზე გაიმარჯვა და „დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონი გახდა.