ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2028 წელს ოლიმპიადაზე ვითამაშებ #1TVSPORT
ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2028 წელს ოლიმპიადაზე ვითამაშებ #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების 24-გზის ჩემპიონმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს 2028 წლის ოლიმპიადაში, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართება. სერბმა ჩოგბურთელმა ზაფხულის თამაშებს კარიერაში მთავარი მიზანი უწოდა.

„მე ვითამაშებ ოლიმპიადაზე ლოს ანჯელესში. ეს თამაშები – ჩემი გზამკვლევი ვარსკვლავია. არ არსებობს არანაირი შეზღუდვები. მიყვარს კონკურენცია, და სანამ თავს კარგად ვგრძნობ, სანამ ჩემს სხეულს შეუძლია ამის ატანა, სანამ უმაღლეს დონეზე ვთამაშობ, რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?

ხანგრძლივი კარიერა – ეს არა მხოლოდ სპორტია, არამედ ის, რომ შენ ხელს უწყობ საკუთარ სხეულს, გონებასა და ენერგიას. ბილი ჯინ კინგმა ერთხელ თქვა: „ზეწოლა – ეს პრივილეგიაა“. ყოველთვის მინდოდა, გამემართლებინა სამყაროს მოლოდინი. ამიტომაც მადლიერი ვარ იმისთვის, რომ დღემდე აქ ვარ.

ვაგრძელებ საკუთარი წვლილის შეტანას ჩოგბურთში. ჰორიზონტზე დიდი ცვლილებებია და მინდა, მისი ნაწილი გავხდე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აღმიქვამს ახალი თაობა – არა მხოლოდ შედეგების, არამედ ჩემი ხასიათისა და ღირებულებების გამო. გახსოვდეს შენი ფესვები, პატივს სცემდე საკუთარ ოჯახს და კულტურას და წარუდგინო თავი მსოფლიოს საუკეთესო კუთხით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გამოცემა Punto de Break-ს.

ლოს ანჯელესის თამაშების მომენტში ჯოკოვიჩი 41 წლის იქნება.