ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2010 წლის „როლან გაროსის“ შემდეგ ჩოგბურთიდან წასვლა მინდოდა
ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2010 წლის „როლან გაროსის“ შემდეგ ჩოგბურთიდან წასვლა მინდოდა

მსოფლიოს მოქმედმა პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა აღიარა, რომ ათი წლის წინ ახლოს იყო კარიერის დასრულებასთან.

„2010 წელს, როლან გაროსის მეოთხედფინალში მელცერთან წავაგე. გავარდნის შემდეგ ვტიროდი. ეს საშინელი მომენტი იყო, ჩოგბურთიდან წასვლა მინდოდა, რადგან ყველაფერი შავ ფერებში მესახებოდა. მაგრამ ეს იყო გარდასახვა, რადგან იმ წაგების შემდეგ, თავი გაცილებით თავისუფლად ვიგრძენი. მე მოვიგე ავსტრალიის ღია პირველობა 2008 წელს, ვიყავი მსოფლიოს მესამე ჩოგანი, მაგრამ ბედნიერებას ვერ ვგრძნობდი. ვიცოდი, რომ მეტი შემეძლო, მაგრამ ვაგებდი მნიშვნელოვან მატჩებს ფედერერთან და ნადალთან. და მაშინ, ზეწოლამ იკლო, მე უფრო აგრესიულად თამაში დავიწყე. ეს იყო გარდამტეხი მომენტი“, – თქვა სერბმა ჩოგბურთელმა.

მელცერთან წაგებიდან 10 წლის თავზე, ჯოკოვიჩი „დიდი სლემის“ ტურნირების 17-გზის ჩემპიონია, ხოლო ნადალთან და ფედერერთან პირად შეხვედრებში დადებითი ბალანსი აქვს.