ნოვაკ ჯოკოვიჩი 2007 წლის შემდეგ პირველად, რომის მასტერსს გამოტოვებს #1TVSPORT
VALENCIA, SPAIN - SEPTEMBER 14: Novak Djokovic of Serbia speaks during a press conference ahead of the Davis Cup Group Stage 2023 Valencia match between Spain and Serbia at Pabellon Fuente De San Luis on September 14, 2023 in Valencia, Spain. (Photo by Manuel Queimadelos/Quality Sport Images/Getty Images)
ნოვაკ ჯოკოვიჩი 2025 წლის რომის მასტერსზე ვერ იასპარეზებს. ეს პირველი შემთხვევაა 17 წლის განმავლობაში, როდესაც სერბი სუპერვარსკვლავი იტალიური ტურნირის მონაწილე არ იქნება.
რომის მასტერსი ნოვაკ ჯოკოვიჩს თავის სპორტულ კარიერაში ექვსჯერ აქვს მოგებული, ასევე იტალიის დედაქალაქში გამართულ 1000-ქულიან მასტერსის ფინალში ექვსჯერ დამარცხდა.
მიმდინარე სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩის სათამაშო ფორმა გაუარესებულია. მადრიდის მასტერსზე ის მეორე წრეში მსოფლიო 44-ე ნომერ მატეო არნალდისთან დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შემდეგ სერბმა განაცხადა, რომ არ იცის, მომავალ წელს შეჯიბრებაზე მოთამაშის რანგში დაბრუნდება თუ არა.
შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების 24-გზის ჩემპიონია. გასულ წელს მან ოლიმპიური ოქროს მედალიც მოიპოვა, ხოლო მასტერსის ტურნირი კარიერაში 40-ჯერ აქვს მოგებული.
იტალიის დედაქალაქში ტურნირი 6-18 მაისს გაიმართება.