ნოთინგ ჰილში არასანქცირებული მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ
ნოთინგ ჰილში არასანქცირებული მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ

ლონდონში, ნოთინგ ჰილში არასანქცირებული მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. პოლიცია შეკრებილი მოქალაქეების დაშლას ცდილობდა, რა დროსაც, მათ სხვადასხვა ნივთი დაუშინეს. თუმცა, შემთხვევის შედეგად სერიოზული დაზიანება არავის მიუღია.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როდესაც პოლიციას ქუჩის მუსიკალური ღონისძიების მონაწილეები თავს დაესხნენ. ოთხშაბათს 22 სამართალდამცველი დაშავდა ბრიქსტონში გამართული ღონისძიების დროს.