ნორვიჩ სიტი პრემიერლიგაში ითამაშებს

11:40, 28.04.2019

ნორვიჩ სიტი მომავალ სეზონში პრემიერლიგაში ითამაშებს. იადონებს ტურის ბოლოსწინა მატჩში ბლექბერნთან  მხოლოდ ერთი ქულა სჭირდებოდათ, რათა ინგლისური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურება გაენაღდებინათ და ეს გეგმა გადაჭარბებით შეასრულეს.

ნორვიჩ სიტიმ 2-1 გაიმარჯვა და მესამეადგილოსან ლიდსისთვის მიუწვდომელი გახდა.

მეორე გუნდი, რომელიც გაისად პორემიერლიგაში იასპარეზებს, დიდი ალბათობით, შეფილდ იუნაიტედი იქნება, თუმცა მცირე შანსი ლიდსსაც აქვს დარჩენილი.

შეგახსენებთ, რომ ნორვიჩ სიტიმ ბოლოს პრემიერლიგაში 2015-16 წლების სეზონში ითამაშა და ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე გავიდა, საუკეთესო სეზონი კი 1992-93 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედსა და ასტონ ვილას ჩამორჩა და მესამე ადგილი დაიკავა.

მსგავსი