ნორვეგიული გამოცემა - ჰალანდის არყოფნით ნორვეგიის ნაკრები დაზარალდება, მას სორლოტი შეცვლის #1TVSPORT
ნორვეგიული გამოცემა - ჰალანდის არყოფნით ნორვეგიის ნაკრები დაზარალდება, მას სორლოტი შეცვლის #1TVSPORT

ტრავმირებულ ერლინგ ჰალანდს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის მატჩებში „რეალ სოსიედადის“ ფორვარდი ალექსანდრ სორლოტი შეცვლის, – ინფორმაციას ნორვეგიული გამოცემა Verdens Gang-ი ავრცელებს.

„ნორვეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმა, რომლისაც მეტოქეს ყველაზე მეტად ეშინია, ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტალე სოლბაკენის გეგმებისთვის დიდი დარტყმაა.

ჰალანდის თამაშის დროს ნორვეგია შეხვედრაში საშუალოდ ორ ქულას აგროვებს, ჰალანდის გარეშე – 1,5 ქულას. ჰალანდთან ერთად ნორვეგია საშუალოდ ორ გოლს იტანს, ჰალანდის გარეშე – ერთს. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა 16 სანაკრებო მატჩში 15 გოლი გაიტანა, რაც ნორვეგიის გოლების 47%-ია.

ჰალანდის არყოფნით ნაკრები აუცილებლად დაზარალდება. ახლა სოლბაკენმა უნდა შეადგინოთ სხვა გეგმა, რომელიც „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელს, ალექსანდრე სორლოტს მოერგება. ის ლა ლიგის სეზონის დასაწყისში კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ბოლო დროს ხშირად სათადარიგოთა შორის ხვდება. სორლოტს აქვს შანსი, აჩვენოს, რომ ნორვეგიის ნაკრები მხოლოდ ჰალანდი არაა.

ახლა მარტინ ედეგორი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, ის სორლოტთან კარგად შეთამაშებულია. როცა ყველაზე დიდი ვარსკვლავი გუნდს ვერ ეხმარება, გოლის გატანის შანსიც ნაკლებია, მაგრამ ამაზე ნერვიულობა უაზრობაა. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა და გუნდმა უნდა დაივიწყონ ჰალანდი, შეცვალონ გეგმები და რაღაც ახალი მოიფიქრონ.

მომავალ მატჩებში დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს, სტალე სოლბაკენს, როგორც გუნდის მშენებელს, და ალექსანდრე სორლოტს, რომელმაც მისი გეგმა უნდა განახორციელოს“, – ვკითხულობთ ნორვეგიულ გამოცემაში.