ნორვეგიის პრემიერი – ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან ოსლოში გაფრენისას ლამის დრონმა დაარტყა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავს მოლდოვიდან ოსლოში გაფრენისას „ლამის დრონმა დაარტყა“. ამის შესახებ იონას გარ სტიორემ ნორვეგიის საზოგადოებრივ მაუწყებელ NRK-ს განუცხადა.
„ასეთ რეალობაში უწევს მას ცხოვრება“, – განაცხადა სტიორემ.
NRK-მ დამატებითი განმარტებისთვის პრემიერ-მინისტრის აპარატს მიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ მოლდოვის საჰაერო სივრცეში დრონებთან დაკავშირებული საფრთხე არსებობდა, რის გამოც ზელენსკის თვითმფრინავის ოსლოში გამგზავრება შეფერხდა. თუმცა უცნობია, რამდენად ახლოს იყვნენ დრონები მის თვითმფრინავთან.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 8 სექტემბერს საღამოს მოლდოვიდან ოსლოში ჩავიდა, რათა მეფე ჰარალდ მეხუთის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა.
მედიის ცნობით, ფინანსთა მინისტრი იენს სტოლტენბერგიც ესწრებოდა შეხვედრას, რომლის დროსაც ზელენსკიმ მოლდოვიდან გამგზავრებისას მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
„მან ამის შესახებ წუხელ გვიამბო, როდესაც მასთან შეხვედრა გვქონდა. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა ვიცი, რომ მისი თვითმფრინავის გაფრენა შეფერხდა და თვითმფრინავის მიმართ გარკვეული საფრთხე არსებობდა. თუმცა, დეტალები საკმარისად არ ვიცი, რომ ამაზე მეტი ვთქვა “, – განაცხადა სტოლტენბერგმა.