ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ნორვეგია მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვა დაუფინანსოს
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ნორვეგია მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვა დაუფინანსოს

ნორვეგია მზადაა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების ყიდვა დაუფინანსოს. ამის შესახებ ნიორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ნიორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი ქვეყანა ამის გაკეთებას გერმანიასთან უშუალო თანამშრომლობით გეგმავს, რომელიც ძალიან საიმედო პარტნიორია ამ საკითხში.

„ის, რასაც გერმანია ახლა აკეთებს, არის მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ გერმანია მზადაა „პეტრიოტის“ სისტემის მიცემისთვის, მაგრამ მე სრულად მესმის კანცლერის, რომ სჭირდება შეტყობინება აშშ-ისგან, რომ მათ შეუძლიათ სანაცვლოდ ამ სისტემების მიღება. და მე უბრალოდ შემიძლია ვთქვა, რომ სასარგებლო იქნებოდა, თუ აშშ-ს შეუძლია ამ კითხვის ცალსახად განმარტება, თუ როგორ შეიძლება, ეს მოხდეს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის შეტყობინება წვლილის შეტანის შესახებ კარგი დასაწყისია, მაგრამ ეს უნდა იყოს მკაფიო. შემდეგ, როდესაც ეს დალაგდება, და იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება, ნორვეგია მზადაა ამ ანგარიშის გაყოფისთვის“, – აღნიშნა სტიორემ.