ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელს, ალექსანდერ სორლოტსა და მის ოჯახს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან #1TVSPORT
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ალექსანდერ სორლოტსა და მის ოჯახს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. სპორტსმენის მეუღლემ სოციალურ ქსელში სიკვდილის მუქარის შემცველი შეტყობინებები გაასაჯაროვა.
გულშემატკივართა აგრესია ინგლისის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, როდესაც ნორვეგია ანგარიშით 1:0 იგებდა, სორლოტს შანსი ჰქონდა, ერლინგ ჰალანდი მეკარესთან პირისპირ გაეყვანა, თუმცა მან თანაგუნდელს გადაცემა არ გაუკეთა და საბოლოოდ ბურთიც დაკარგა.
ნორვეგიის ნაკრებს ეს შეცდომა ძვირად დაუჯდა – მათ ინგლისელებისგან ორი გოლი მიიღეს და მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალური ეტაპიდან დაემშვიდობნენ.