ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ გააგრძელა ხელშეკრულება სტოლე სოლბაკენთან. ის ეროვნულ გუნდში მწვრთნელად 2026 წლამდე დარჩება, თუ ნორვეგია მსოფლიო ჩემპიონატზე გავა.

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ეროვნულ ნაკრებში სოლბაკენის მუშაობით. ის არის გუნდის გამაერთიანებელი და ლიდერი, რომელსაც შეუძლია შექმნას კონკურენცია და სტაბილური გარემო. ჩვენ გვინდა ახლავე გავაგრძელოთ ხელშეკრულება და ამით გავუგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ მომავალშიც მას დავეყრდნობით. ნორვეგიულ ფეხბურთში ბევრი კარგი რამ ხდება და ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. თუ გვსურს საკმარისად განვვითარდეთ და წინ წავიწიოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გუნდში დიდხანს იყოს“, – ამბობს ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლიზა კლავესი.

ახალი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში და გახანგრძლივდება, თუ ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, კონტრაქტი ჩემპიონატის ბოლომდე გაგრძელდება.

„მადლობელი ვარ ნდობისთვის. ვგრძნობ, რომ ნაკრები სწორ გზაზეა. მუშაობა კორონავირუსის დროს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებით დავიწყეთ. საერთო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურ პროგრესს და პოტენციალი, რომელსაც ვხედავ როგორც ფეხბურთელებში, ასევე დამხმარე პერსონალში, მაიძულებს ნორვეგიულ ფეხბურთს შემდგომ განვითარებაში დავეხმარო. სწორედ ამიტომ გავაგრძელე ხელშეკრულება“, – ამბობს სტოლე სოლბაკენი.

ნორვეგიის კაპიტანი მარტინ ოდეგორი ძალიან ბედნიერია, რომ სოლბაკენმა კონტრაქტი გაახანგრძლივა: „ეს ძალიან კარგი ამბავია. მოთამაშეებს მისი დანიშვნის შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა გაუჩნდათ. ის აშკარა ლიდერია, რომელსაც სწორი მიმართულებით მივყავართ. ვგრძნობ, რომ მუდმივად ვდგამთ ახალ ნაბიჯებს და მომავალ თამაშებს მოუთმენლად ველოდები“.