ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო იმაზე ძლიერია, ვიდრე გვეგონა #1TVSPORT
ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველო იმაზე ძლიერია, ვიდრე გვეგონა #1TVSPORT

ნორვეგიის ნაკრები 7 სექტემბერს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს იორდანიასთან ჩაატარებს, ხოლო 12 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს უმასპინძლებს. ორივე თამაში „ულევალის“ სტადიონზე გაიმართება.

ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა შემადგენლობა დაასახელა და ამის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. მან გუნდში ოთხი მოთამაშე პირველად გამოიძახა, ესენი არიან: მარკუს სოლბაკენი, ოსამე საჰრაუი, ანტონიო ნუსა და ემილ ბრეივიკი.

„ბევრი ფიქრობს, რომ იორდანიასთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებსაც საქართველოსთან დრო არ მიეცემათ. ზოგიერთ მოთამაშეს, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ გამოვიყენებ, შესაძლოა, იორდანიის წინააღმდეგ 45, 60 ან 90 წუთი მივცე.

სეზონი ჯერ ახალი დაწყებულია, ფეხბურთელებს შეიძლება დასჭირდეთ წუთები, რომ ტონუსში იყვნენ. საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ გვეგონა“, – ამბობს სტალე სოლბაკენი.