ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბმა 16 წლის ლიონელ მესი გაიფორმა
ნორვეგიის მესამე დივიზიონის კლუბმა 16 წლის ლიონელ მესი გაიფორმა

კლუბმა „იუნკერენმა“, რომელიც ნორვეგიის რანგით მესამე ლიგაში გამოდის, კონტრაქტი გააფორმა 16 წლის ლიონელ მესისთან.

ფეხბურთელის ნამდვილი სახელი და გვარია დანიელ არე კნუტსენი, მაგრამ ბიჭმა თავისი კერპის საპატივცემულოდ გადაწყვიტა სახელის შეცვლა.

„გარკვეული ხანი ვფიქრობდი, რომ ჩემი კერპის – ლეო მესის სახელზე გადავსულიყავი. მთელი ძალით ვცდილობ, ჩემებურად ვითამაშო. ჩვენს შორის გარკვეული მსგავსება არის, მაგრამ ჩემი ტალანტი ახლოსაც ვერ მივა ლეოს ნიჭთან. თუმცა, მეც კარგად ვაკონტროლებ ბურთს და საკმაოდ სწრაფი ვარ“, – მოჰყავს ნორვეგიელის სიტყვები ვებპორტალ VG-ს.