ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „ბათუმისა“ და „ლანჩხუთის“ მოთამაშეებს შეხვდა #1TVSPORT
ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „ბათუმისა“ და „ლანჩხუთის“ მოთამაშეებს შეხვდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ანგისას ბაზას ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლისე კლავნესი ესტუმრა და ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბების მოთამაშეებს შეხვდა.

ლისე კლავნესის ანგისას ბაზაზე დახვდნენ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული „ბათუმისა“ და საქართველოს ვიცე-ჩემპიონის, „ლანჩხუთის“ მოთამაშეები, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და აჭარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე.

ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ქართველ გოგონებს მიმართა, საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა, მათ განვითარება და წარმატება უსურვა. ამის შემდეგ კლავნესმა მოთამაშეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.

ლისე კლავნესი  თავად იყო ნორვეგიის ქალთა ნაკრების წევრი, რომლის რიგებშიც 73 მატჩი ჩაატარა. კარიერის დასრულების შემდეგ სწავლა გადაწყვიტა და გახდა იურისტი, ხოლო ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2022 წლის 7 მარტს აირჩიეს. იგი პირველი ქალია, რომელიც ამ 120 წლის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გახდა.