ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, სამხრეთ ნაწილში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა
ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, სამხრეთ ნაწილში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა

ნორვეგიაში წყალდიდობის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. მედიის ცნობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში მდინარეების ადიდებამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

ოფიციალური პირების განცხადებით, სამხრეთ ნორვეგიაში 4 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

წყალდიდობის გამო გადაიკეტა ქვეყნის მთავარი გზები, ხოლო სამხრეთ ნორვეგიის დიდ ნაწილებში შეჩერდა სარკინიგზო მიმოსვლა.

წყალდიდობა შტორმ „ჰანსის“ მიერ გამოწვეულმა ძლიერმა წვიმამ განაპირობა, რომელმაც მანამდე შვედეთი დააზარალა.