ნორვეგიაში, მეჩეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
ნორვეგიაში, მეჩეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ნორვეგიაში, მეჩეთში მომხდარი სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა დედაქალაქ ოსლოს გარეუბანში, ალ-ნურის ისლამის ცენტრში მოხდა. პოლიციის მისვლამდე, ბოროტმოქმედი მეჩეთში მყოფებმა გააუვნებელყვეს.

ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. თავდამსხმელს თანამზრახველი არ ჰყოლია. სამართალდამცავი უწყება შემთხვევის ადგილზე მუშაობენ.